VIT აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც სპეციალიზებული არიან ინფორმაციული ტექნოლოგიების მრავალი მიმართულებით. ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ მიღებული განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. მათ მიიღეს სამუშაო გამოცილება სახელმწიფო ორგანიზაციებში, უნივერსიტეტებში, სამინისტროებში, სასტუმრო ქსელებსა და ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებში.

ჩვენ გვესმის, რომ თქვენი ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია თქვენი IT პერსონალის გამოცდილებაზე და ერთგულებაზე. სწორედ ამიტომ,  წარმოგიდგენთ ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალთა  გუნდს, რომლებიც მზად არიან უზრუნველყონ უნიკალური სერვისები და მხარდაჭერა თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, გაგიზიაროთ გამოცდილება და გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ თქვენი ბიზნესის განვითარების ახალ საფეხურზე გადასასვლელად.